თორნიკე ერისთავი





    
   











25 ივნისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის იოანეს (თორნიკ-ყოფილის) ხსენების დღეს. იგი გარდაიცვალა 985 წელს.
დიდი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი სამცხელი დიდებულების ოჯახს ეკუთვნოდა. ის გახლდათ დიდი ხელმწიფის, დავით III კურაპალატის სარდალი. ბერად აღკვეცის შემდგომ მოღვაწეობა განაგრძო ათონის მთაზე.
979 წელს ბიზანტიის საიმპერატორო ოჯახს დიდი ხიფათი დაემუქრა. ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა კონსტანტინოპოლს. ბიზანტიის საიმპერატორო ოჯახმა დახმარება ითხოვა იოანე-თორნიკესაგან, მას უნდა ეშუამდგომლა ქართველ მეფესთან, დავით III კურაპალატთან, რათა ქართველები დახმარებოდნენ ბიზანიის საიმპერატორო კარს.
ქართველ ბერს სხვა გზა არ ჰქონდა, დაჰყვა საიმპერატორო კარისა და სამღვდელოთა თხოვნას, დაბრუნდა სამშობლოში, შეატყობინა ქართველ ხელმწიფეს ბიზანტიელთა გასაჭირი, ჩაუდგა სათავეში დავით III კურაპალატის ჯარს და გაანადგურა კონსტანტინოპოლის მტრები. ამისთვის მას სვინგელოზის - პატრიარქის თანაშემწე ბერის წოდება უბოძეს და მრავალი საჩუქარი მისცეს, რომლის მეშვეობითაც აშენდა ათონის ივერთა მონასტერი.
  თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია და სხვა წიგნები.

No comments:

Post a Comment