Monday, January 27, 2014

წმინდა ათანასეს ლავრა





    წმინდა ათანასეს ლავრა უძველესი და ყველაზე დიდი სავანეა და ამიტომ ცნობილია დიდი ლავრის სახელით. იგი ათონის მთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და წმინდა მთის მონასტრების იერარქიის სათავეში დგას. მისი დამფუძნებელი, წმინდა ათანასე ათონელი, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და სათაყვანო ბერია ათონის მთაზე. მან შემოიტანა განმარტოებულ-დაყუდებულ მონაზვნობაში საერთო ცხოვრების სისტემა, კინოვიები, რაც შემდგომში სამონაზვნო ცხოვრების ძირითად წესად იქცა.
იმპერატორ რომანოზ II-ის დროს ათანასემ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები (963 წ.), რომლებიც გრძელდებოდა ნიკოფორე ფოკას და მისი მემკვიდრეების - იმპერატორების ციმესხისა და ბასილი II ბულგართშემმუსვრელის დროსაც. ბევრი ცნობილი თუ არაფრით გამორჩეული მოღვაწე მოდიოდა სამონაზვნო საცხოვრისის ხელმძღვანელთან მისი წმინდა კალთის ქვეშ შესაფარებლად. პირველად აშენდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი. წმინდა ათანასეს აღსრულების შემდეგ ლავრის ხელმძღვანელობა, წმინდანის ლოცვა-კურთხევით, ჩაიბარეს - ივერთა მონასტრის დამაარსებელმა წმინდა იოანემ და პატრიციუსმა ურანუსმა.


წყარო

ათონის მთის მონასტრები

       



   




     პირველი მონაზვნური სავანეები ათონზე ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გაჩნდა. მონასტრული ცხოვრების საუკეთესო პერიოდში წმინდა მთაზე 180 მონასტერი მოქმედებდა. დღეისათვის კი 20 მონასტერი მოქმედებს. მონასტრების გარდა ათონზე მონაზონთა მრავალი სავანე და განდეგილთა განმარტოებული სენაკებია.
ათონის მთის მონასტრები ხუთ ჯგუფად იყოფა - ყოველ ჯგუფში ოთხი მონასტერია გაერთიანებული.
ყოველი მონასტერი თავისი ტიპიკონით ცხოვრობს, მაგრამ ვინაიდან ათონი ერთგვარი სამონაზვნო რესპუბლიკაა, ამიტომ მას თავისებული თვითმმართველობის ორგანი ჰყავს. ათონის ეგრეთ წოდებულ დედაქალაში - კარეაში, განთავსებულია პროტატი, სადაც ხორციელდება უმაღლესი მმართველობა და სასამართლო. პროტატი შედგება კინოტისა და კინოტიდან არჩეული ეპისტასიისგან (ეპისტასია ერთგვარი საბჭოა, რომელიც მმართველობას ახორციელებს). კინოტში შედიან ნდობით აღჭურვილი პირები - თითო-თითო წარმომადგენელი ყოველი მონასტრიდან, რომლებსაც, თავის მხრივ, ყოველწლიურად საკუთარი მონასტრებიდან ირჩევენ.
ეპისტასია ყოველი წლის პირველ ივნისს ირჩევა (ერთი წარმომადგენელი ყოველი სამონასტრო ჯგუფიდან). პირველ პირს ამ ოთხი ეპისტასიდან პროტოეპისტასი ეწოდება. პროტო-ეპისტასი შეიძლება იყოს მხოლოდ ათონის მთის ხუთი წამყვანი მონასტრიდან, ჩვეულებრივ, რიგ-რიგობით - დიდი ლავრიდან, ვათოპედიდან, ივერთა მონასტრიდან, ქილანდარიდან და დიონისიატიდან.
ათონის მონასტრები ბიზანტიური ეპოქის ნამდვილი საოცრებებია. ისინი დიდი ციხესიმაგრეების მსგავსი, პირდაპირ კლდეების თხემებზე წამომართული, მასიური მიუწვდომელი კედლებით გარშემორტყმული ნაგებობებია.
ომიანობის დროსაც კი არც თურქებს და არც ჰიტლერის არმიის ჯარისკაცებს არ გაუბედავთ მონასტრების ხელყოფა, იმდენად მოწიწებას იწვევდნენ მათში ათონელი მონაზვნები. აი, რატომ შემორჩა დღევანდელ დღემდე მონასტრებში უნიკალური უძველესი წიგნები, დიდი ბიბლიოთეკები, საეკლესიო ძვირფასეულობები, შეუფასებელი ძველი ფრესკები და მოზაიკები. აქვე ინახება უფრო მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიქვიებიც: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, უფლის წმინდა ჯვრის ხის ნაწილები, წმინდანთა უხრწნელი ნაწილები, მოგვების ძღვენი, რომელიც მათ ახალშობილ მაცხოვარს მიართვეს ბეთლემის გამოქვაბულში და მრავალი სხვა სიწმინდე.


წყარო




ათონის მთის შესახებ:


  ათონის წმინდა მთა (ბერძ. Hagion Oros ახ. ბერძ. Ajön Oros წმინდა მთა) მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილიზე. იგი 50 კილომეტრით შეჭრილია ეგეოსის ზღვაში, სიგანე 10 კილომეტრს შეადგენს. ათონის მთა, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2033 მეტრის სიმაღლეზეა აშოლტილი.
 ათონის მთის იურიდიულ ორგანოს წარმოადგენს პროტატი, რომელიც მდებარეობს ათონის ცენტრში კარიესში. პროტატს ხელმძღვანელობს პროტი. მას ირჩევს 5 უპირატესი მონასტერის 20 წარმომადგენელი. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ივერონი, ვატოპედი, .
 ათონის წმინდა მთაზე, ამჟამად 20 მონასტერი, 12 სკიტე და სხვა ცალკეული კელიები და საცხოვრებლები მოქმედებს.




მოკლე ისტორია:

 გადმოცემის მიხედვით ათონის მთაზე, კვიპროსზე გამგზავრებულმა დედა ღმრთისმშობელმა დადგა თავისი წმინდა ფეხი. ზღვით მიმავალი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ღმრთის განგებით ამოვარდნილმა ქარიშხალმა ათონის წმინდა მთაზე გარიყა. ნაპირზე გადმოსულმა მადლიერების ნიშნად წარმოსთქვა შემდეგი სიტყვიბი: "მადლი ჩემგან შობილისა ჰფარავდეს ამ მიწას დღემდე მეორედ მოსვლისა".




წყარო